|
შპს "ინტერტექნიკსი" ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე საქმიანობს 2003 წლიდან. კომპანიის პროდუქტების პორტფოლიო მოიცავს აღიარებული გერმანული ბრენდების ელექტროხელსაწყოებს წარმოდგენილს ექსკლუზიურად „სპარკი“-ს მაღაზიათა ქსელში. შპს “ინტერტექნიკსი”–ს ახალგაზრდა პროფესიონალი თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდის წარმატებულმა მენეჯმენტმა და სწორად ჩამოყალიბებულმა სტრატეგიამ განაპირობა “სპარკი“-ს მაღაზიათა ქსელის სწრაფი განვითარება. დღესდღეობით თბილისში “სპარკი“-ს 4მაღაზია ფუნქციონირებს. კომპანიასმიღებულიაქვს ISO სერთიფიკატი მენეჯმეტში. 2007 წელს "ინტერტექნიკსი" გახდაგერმანული ელ.ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანიის SPARKY GMBH ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ამავე წელს გაფორმდა შეთანხმება ელ.ხელსაწყოების წამყვან ბულგარულ კომპანიასთან EUROMASTER I/E LTD. „სპარკი“-ს მაღაზიებში წარმოდგენილია ელექტრო ხელსაწყოების ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა: Sparky, Topmaster, Raider, TopStrong, TopGarden, Hawera, Sola, Fischer, Gadget, ABAC, Krause, Mannesmann. ”სპარკი“-ს მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. „სპარკი“ მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ მაღალხარისხიანიპროდუქციის უახლეს მოდელებს; ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს;მაღალკვალიფიციურ მომსახურებას; უახლესი სადიაგნოსტიკო ხელსაწყოებით აღჭურვილ და უცხოეთში დატრენინგებული სპეციალისტებით დაკომპლექტებულ ტექნიკურ სამსახურს. მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით კომპანიაში ასევე დაინერგა სერვისი–ექსკლუზივი – რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ექსკლუზიური შეკვეთის მიწოდებას ჩვენი ინდივიდუალური და კორპორატიული დამკვეთებისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებათა შესაბამისად. “სპარკი“-ს მაღაზიებში შენაძენის გაკეთებით მომხმარებელს საშუალება აქვს, დააგროვოს ქულები უნიქარდზე.
სპარკი -ძალა თქვენს ხელში!
|


